მოსწავლეთა ოლიმპიადებში მონაწილეობა

ჩემი მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა ოლიმპიადებში და გარკვეული წარმატებებიც გვაქვს, კერძოდ 2013 წელს კეხიჯვარის საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კერძო სკოლა ”ანაბასისის” მიერ გამოცხადებულ კონკურსში. ეს მოსწავლეებია: ლანა ქიტიაშვილი, უჩა ლომიტაშვილი, კიაზო კაბისაშვილი, კარლოს მჭედლიშვილი, თათია მძინარაშვილი, ლიზა გაბაიძე და  ნინო დალაბანდიშვილი, მათგან 5 მოსწავლემ წარმატებით გაიარეს პირველი და მეორე ტური და სიგელებით და წიგნებით დაჯილდოვდნენ.
მათგან ლანა ქიტიაშვილმა დააგროვა 23 ქულა და რესპუბლიკის მასშტაბით მეხუთე კლასელებს შორის გავიდა მეოთხე ადგილზე.
ჩემმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ბრიტანული სკოლის მიერ გამოცხადებულ მათემატიკის 2013 წლის შემოდგომის ოლიმპიადაში ,სულ მესამე, მეხუთე და მეექვსე კლასიდან მონაწილეობდა 20 მოსწავლე, ყველა გადავიდა მეორე ტურში, მათგან 7 მოსწავლე გახდა ფინალისტი. ყველამონაწილემ მიიღო მეორე ტურში მონაწილეობის სერთიფიკატები  , ხოლო დამატებით 7 მოსწავლემ ფინალისტის სერთიფიკატი. ეს მოსწავლეებია: ლანა ქიტიაშვილი, უჩა ლომიტაშვილი, კიაზო კაბისაშვილი, ანა ლომიტაშვილი, მარი ნაზაროვი, გიგა მარგიევი, ვიტალი ნონაშვილი. აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლიდან მე-5 და მე-6 კლასიდან გავიდა 29 მოსწავლე და აქედან 7 იყო ჩემი მოსწავლე.
ჩემი მოსწავლეები მონაწილეობდნენ ვეკუას სკოლის მიერ გამოცხადებულ ოლიმპიადაში, უჩა ლომიტაშვილმა დააგროვა 15 ქულა და მიიღო მესამე ხარისხის დიპლომი.
მე-5 კლასის მოსწავლე პაატა ლომიტაშვილი მონაწილეობდა კინგსის ოლიმპიადაში და გადავიდა ფინალში. ფინალი გაიმართება 25 მაისს.









Комментариев нет:

Отправить комментарий